g100.ge

ნიკა გვარამია - მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ!

ნიკა გვარამია - მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ!

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პოლიციამ მათ ტექნიკით დატვირთული მანქანა წაართვა.

„მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ!

მიდით, მიაწექით „ქოცებო“! ახლა სხვა მანქანებსაც გამოეკიდეთ და ირბინეთ ასე წინ და უკან, უთავმოყვარეო ბანდიტებო!“ - ნათქვამია ნიკა გვარამიასას განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ცნობისთვის, როგორც ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა ოპოზიციური ალიანსის წევრებს განუმარტა, მათ მიერ დაკორექტირებული განცხადება შსს-ში გუშინ შევიდა და უწყებას მის განსახილველად 5-დღიანი ვადა აქვს. შესაბამისად დღეს დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციას ტექნიკის განთავსების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდება.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას