g100.ge

რუსებმა ქალაქ ნიკოლაევკას დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი

რუსებმა ქალაქ ნიკოლაევკას დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი

უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში, ქალაქ ნიკოლაევკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნიკოლაევკაში დაზიანდა ხუთი კერძო სახლი, სამი მაღალსართულიანი შენობა და სამი ადმინისტრაციული შენობა.

გარდა ამისა, რაიონის სხვადასხვა დასახლებაში დაინგრა და დაზიანდა კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა პოკროვსკისა და ბახმუტის რაიონებსაც დაარტყეს, სადაც ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული შენობების და საცხოვრებელი შენობების ნგრევა.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას