g100.ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები  ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.

 მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის  მიდგომებს.

საუბრის თემას წარმადგენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე მათ შორის, გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებზე.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი  ადმინისტრაციის ხედვაზე.

საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას