g100.ge

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეკრებილი სტუდენტებისა და ლექტორების მოთხოვნაა, არ გაუქმდეს ფაკულტეტები, რომლებიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა. მათი თქმით, უნივერსიტეტი არ იმსახურებს სხვადასხვა ფაკულტეტების გაუქმებას.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტის, თორნიკე კურტანიძის განცხადებით, სტუდენტების მოთხოვნაა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მოქმედება შეჩერდეს.

მისი თქმით, უნივერსიტეტებთან დაკავშირებული რეფორმები მიღებული უნდა იქნა განხილვის საფუძველზე.

„სოხუმის უნივერსიტეტს აკადემიურად ძლიერი ფაკულტეტები წაართვეს. ე.წ. რეფორმა, რომელსაც ახორციელებენ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ე.წ. რეფორმა არის ტრაგედია. მოგეხსენებათ რეფორმის მთავარი შინაარსია - „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ . შეგახსენებთ, რომ სოხუმის უნივერსიტეტი არ ეკუთვნის თბილისს. ის არის ქალაქ სოხუმის, რომელიც დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ, გაუქმების ამ კონტექსტით განხილვა არის ჩვენი მტრის ერთ-ერთი მიზანი.

ჩვენი მოთხოვნაა, ამ რეფორმის მოქმედება შეჩერდეს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ თვალსაზრისით განიხილოთ, რითაც ის არის წარმოდგენილი, ის არის დევნილი უნივერსიტეტი. ასევე, ეს საკითხი განიხილონ განათლების ექსპერტებმა. თითოეული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ განხილვის საფუძველზე“,- განაცხადა თორნიკე კურტანიძემ.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას