g100.ge

უკრაინული მედია - რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა

უკრაინული მედია - რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რუსლან ბუსარგინმა ღამით დრონების საფრთხის შესახებ გამოაცხადა, ხოლო მოგვიანებით ადგილობრივ აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა, რომელიც ამ დრომდე იწვის.

ასევე, მათივე ცნობით, დრონებით თავდასხმა ვორონეჟის ოლქში მდებარე ქალაქ ბორისოგლებსკაზეც განხორციელდა. სავარაუდოდ, ხანძარი ქალაქის აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას